ნივთის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები:

 ტექნიკური წუნის ან ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა esoloshop.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია და ფოტო მასალა.

 

უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:

esoloshop.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  • დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი;